განათლებისა და სპორტის სამინისტრო

უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
2014 – 2026 წლებში დაფინანდა 54 საერთაშორისო კონფერენცია
2014 – 2026 წლებში დაფინანდა 36 სეზონური სკოლა
2014 – 2023 წლებში დაფინანდა 59 პროფესორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით
2023 წელს დაფინანსდა 12 დოქტორანტი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით
2014 – 2025 წლებში დაფინანდა 16 ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა
2026 წელს დაფინანსდა ცხრა საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შავი ზღვა: თარგმანისა და ლიტერატურის ინტერ-რეფლექსიები;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენცია მოწინავე ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების შესახებ;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება 2026;
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - საზღვაო კვლევა და განათლება გლობალურ კონტექსტში;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება.
2026 წელს დაფინანსდა ოთხი სეზონური სკოლის მოწყობა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბავშვის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია, მიდგომები და პრაქტიკა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში;
ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მწვანე არქივი: მცენარეები-ადამიანი ურთიერთობა დროში;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სინქრონული თარგმანის ლაბორატორიული პრაქტიკა;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დიგიტალური ქართველოლოგიის XVI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.
2026 წელს დაფინანსდა ორი უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა
სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტზე დაფუძნებული სწავლების სტანდარტის დადგენა;
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - პორტისა და ტერმინალის მართვა.