საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერა

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერა

"ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერის" პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2022 წლიდან.

2022 წელს დაფინანსდა 16 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 16000 ლარი.

2023 წელს დაფინანსდა 17  სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 17 000 ლარი.

2024 წელს დაფინანსდა 22  სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 22 000 ლარი.

2025 წელს დაფინანსდა 19 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 19 000 ლარი.

2026 წელს გათვალისწინებულია 25 სტუდენტის დაფინანსება.

აღწერილობა:

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
  • სტუდენტი, რომელიც  ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა და სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას;
  • აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.

საბაკალავრო პროგრამები:

ქართული ფილოლოგია;

ქართული ენა და ლიტერატურა.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

ქართველური ენათმეცნიერება;

ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები;

ქართული ლიტერატურა;

ქართული ფილოლოგია;

ქართული სალიტერატურო ენა;

ქართული ლიტერატურის ისტორია;

ლინგვისტიკა და სხვა.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სემესტრის განმავლობაში ერთჯერ, 1000 ლარის ოდენობით. 

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროს ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობა" ღონისძიებების: წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა და  ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერა ფარგლებში ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ ერთი ღონისძიება. 

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის მხარდაჭერა კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა რეგისტრაციის  ადგილის შესახებ;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თარიღის, კურსის, ფაკულტეტისა და სპეციალობის შესახებ (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებიდან არ დგინდება, რომ პროგრამა მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას, ცნობაში ასევ უნდა იყოს მითითებულირომ სტუდენტის სპეციალიზაცია და საკვალიფიკაციო ნაშრომის თემა მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას);
  • ცნობა (სასწავლო ბარათი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების  შესახებ;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ.
  • დაინტერესებულ პირებს  განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა  და სპორტის სამინისტროში  (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

განცხადებები მიიღება: 2026  წლის  3 (9:00 სთ) აგვისტოდან 31 (18:00 სთ)  აგვისტოს ჩათვლით.

იხილეთ: დებულება, განცხადების ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ: 555 58 82 82 - ირმა ბერიძე

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

ელ-ფოსტა stipendiainfo@gmail.com

Facebookაჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო