საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა

 

პროგრამის მიზანი

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2020 წლიდან.

2020 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 5500 ლარი;

2021 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 6 000 ლარი;

2022 წელს დაფინანსდა  9 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 9 000 ლარი.

2023 წელს დაფინანსდა 30 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 26 500 ლარი.

2024 წელს დაფინანსდა 31 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 31 000 ლარი.

2025 წელს დაფინანსდა 32 სტუდენტი - დაფინანსების ოდენობა 32 000 ლარი.

2026 წელს გათვალისწინებულია 45 სტუდენტის დაფინანსება. 

პროგრამის აღწერილობა:

„ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;
  •  აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
  • 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი;
  • ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ და სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ შემდეგ STEM მიმართულებებზე (ამავე ბრძანების მე-2 და მე-4 მუხლებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით):

ა) 05 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

ბ) 06  - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) 07 -  ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

დ) 08 - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.

პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სემესტრის განმავლობაში ერთჯერ 1000 ლარის ოდენობით. 

სტუდენტი, რომელიც  მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროს პროგრამის "ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობა"  ღონისძიებების  „წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა“ და  „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“  ფარგლებში ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ ერთი ღონისძიება. 

„ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა რეგისტრაციის  დგილის ესახებ;

) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ფაკულტეტისსპეციალობისჩარიცხვის თარიღისა და  კურსის შესახებ;

ცნობა (სასწავლო ბარათი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების  შესახებ;

საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ.

დაინტერესებულ პირებს  განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში  (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

განცხადებები მიიღება:  2026  წლის  3 (9:00 სთ) აგვისტოდან  31 (18:00 სთ) აგვისტოს ჩათვლით. 

იხილეთ დებულება,  განცხადების ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ: 555 58 82 82 - ირმა ბერიძე

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

ელ-ფოსტა: stipendiainfo@gmail.com

Facebookაჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო