განათლებისა და სპორტის სამინისტრო

უცხოეთში სტაჟირება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების პროგრამას, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”.
პროგრამა „ევროოდისეა” დაარსდა 1985 წელს, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) ეგიდით და გულისხმობს პროგრამის მონაწილე რეგიონებს შორის ახალგაზრდების გაცვლას, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით.
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18-35 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ფლობს უცხო ენა/ენებს და აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს.
პროგრამის წევრი რეგიონების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა. სტაჟირება სრულად ფინანსდება მასპინძელი რეგიონის მიერ, ამ მიზნით სტაჟიორს ყოველთვიურად ერიცხება სტიპენდია 700-1200 ევროს ოდენობით, რითაც ფარავს კვებისა და აკომოდაციის ხარჯებს. სტაჟირება იწყება უცხო ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსით, რომელიც ასევე დაფინანსებულია მიმღები რეგიონის მიერ. სპეციალურად შედგენილი კულტურული პროგრამა სტაჟიორს აცნობს მიმღები რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას.
სტაჟიორის დაზღვევის თანადამფინანსებელია ევროპის რეგიონთა ასამბლეა.
მგზავრობისა და სავიზო მომსახურების ხარჯებს ფარავს სტაჟიორი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტაჟიორს ერთჯერადი გასაცემლის სახით ურიცხავს 2000 ლარს.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, მონაწილე ვალდებულია მასპინძელ რეგიონს წერილობით წარუდგინოს სტაჟირების შემაჯამებელი ანგარიში, რომლის საფუძველზე იღებს სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს.
უცხოეთში გასაგზავნ სტაჟიორთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით, რომლის პირველ ეტაპს ატარებს სამინისტრო. პირველი ეტაპის გამარჯვებულ მონაწილეს უფლება ეძლევა დარეგისტრირდეს პროგრამა ევროოდისეას ვებ-გვერდზე (eurodyssey.aer.eu) სააპლიკაციო ანკეტის უცხო ენაზე განთავსების მეშვეობით.
სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მასპინძელი რეგიონის კოორდინატორი და სტაჟიორის მიმღები ორგანიზაციის წარმომადგენელი (კონკურსის მეორე ეტაპი) აპლიკანტთან დისტანციური გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაციისა და აპლიკანტებთან გასაუბრების პერიოდები
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
საკონტაქტო პირი:
ნინო ბერაძე - პროგრამის კოორდინატორი
მისამართი: ქ.ბათუმი, ლ.გუდიაშვილის ქ.4
ტელ: 593 304 264
ელ.ფოსტა:beradzen@europe.com