საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

სწავლა საზღვარგარეთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის პირობები

  • საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის  უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ორი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.
  • საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის  უფლება  აქვს საქართველოს მოქალაქესრომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, ნოვერგიის, ამერიკის შეერთებული შტატებისკანადისავსტრალიის ან იაპონიის უნივერსიტეტების

             o    მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე

             o    მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე

             o    პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე

დაფინანსების ოდენობა და მიზნები

2026 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით 2026-2027 სასწავლო წლის (შემოდგომა/ზამთარი/გაზაფხული/ზაფხული) ხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 35 000 ლარისა.

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხარჯების დასაფინანსებლად სტუდენტზე ჯამურად გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის მიერ საგრანტო განაცხადის შევსებისას წარმოდგენილი შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა; აღნიშნული რეგულირდება სამინისტროსა და საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

კონკურსში გამარჯვებულს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

სწავლის საფასური;

ბინა და კომუნალური

. საერთაშორისო მგზავრობა, ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;

სამედიცინო დაზღვევა;

კვება, შიდა მგზავრობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა;

სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკონკურსო დოკუმენტაცია და ვადები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/AH86K

განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 მარტიდან (9:00 სთ.) - 29 მაისის (16:00 სთ.) ჩათვლით.

დებულება, შეფასების ფორმა

აპლიკაციაგანცხადებასარეკომენდაციო წერილის ფორმა

სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტი, რომელიც სწავლის დაფინანსების გაგრძელებისთვის გათვალისწინებულ დოკუმენტებს წარმოადგენს:

  • იანვარ-თებერვალში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 მარტისა;
  • მარტში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 აპრილისა;
  • აპრილში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 მაისისა;
  • მაისში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა.
  • ივნისში, ივლისში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
  • აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში - მომდევნო სემესტრის/წლის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტი გაიცემა მიმდინარე წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

პროგრამის ანგარიში 

სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაიხარჯა  5,820,775 ლარიპროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე სულ დაფინანსდა 142 სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  593 592 100 - გიორგი ბაციკაძე

ელ-ფოსტაabroadstudyprogram@gmail.com

Facebook: განათლებისა და სპორტის სამინისტრო