აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
16 მარტი, 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
2014 – 2025 წლებში დაფინანდა 45 საერთაშორისო კონფერენცია
2014 – 2025 წლებში დაფინანდა 32 სეზონური სკოლა
2014 – 2023 წლებში დაფინანდა 59 პროფესორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით
2023 წელს დაფინანსდა 12 დოქტორანტი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით
2014 – 2025 წლებში დაფინანდა 16 ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა
2025 წელს დაფინანსდა ექვსი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა:
- ა(ა)იპ ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო - ახალი ჰორიზონტები: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, ჩრდილოეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენცია;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სპორტული მედიცინა სპორტსმენის ჯანმრთელობისა და შესრულებისთვის;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება 2025;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ახალი ტენდენციები მაღალი ენერგიის ფიზიკაში;
- სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში.
2025 წელს დაფინანსდა ოთხი სეზონური სკოლის მოწყობა:
- სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის ინტეგრირება უმაღლესი დაწესებულების სასწავლო პროგრამაში;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დიგიტალური ქართველოლოგიის XIV საერთაშორისო საზაფხულო სკოლა;
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევა ციფრულ ეპოქაში - მეთოდები, ინსტრუმენტები, სტრატეგიები;
- სსიპ - ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - ლურჯი ზონა - კვლევები და ინოვაციები მდგრადი ეკოლოგიური გარემოსათვის.
2025 წელს დაფინანსდა ორი უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა
- სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სათარგმნი ლიტერატურის დასახელება - პროექტზე დაფუძნებული სწავლების სტანდარტის დადგენა;
- სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - პორტისა და ტერმინალის მართვა.