საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები

12 მარტი, 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების და სპორტის სამინისტრო პროგრამის “ზოგადი განათლება” ქვეპროგრამის 

კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში  ატარებს შემდეგ კონკურსებს:

  • საგნობრივი ოლიმპიადა
  • კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის
  • ესეების კონკურსი
  • ლიტერატურული მარათონი
  • სახვითი ხელოვნების კონკურსი
  • სასკოლო კლუბების განვითარება
  • სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დაფინანსების კონკურსი

საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა - VII, VIII, IX კლასები;

ბ) ინგლისური ენა  - VII, VIII, IX კლასები;

გ) მათემატიკა  - VII, VIII;  IX კლასები;

დ) ფიზიკა -  IX კლასი;

ე) ქიმია -  IX  კლასი;

ვ) ბიოლოგია - IX კლასი.

რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე. ოლიმპიადა ჩატარდება ტესტირების ფორმით.

გამოყენებული ტესტები

კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის

კონკურსი ჩატარდება:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
  • მათემატიკაში;
  • ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში (ინტეგრირებული).

ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, კერძოდ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.

 ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კონკურსში საბაზო საფეხურის მოსწავლეებსკერძოდ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს 

იხილეთ  დებულება  დანართი N1 დანართი N2  დანართი N3

გამოყენებული ტესტები

 

ესეების კონკურსი

კონკურს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეებს.

კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე  სამ ტურად. პირველი და მეორე ტური ჩატარდება წერითიხოლო მესამე ტური - პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. 

 

ლიტერატურული მარათონი

ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეშვიდე-მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:

კატეგორია - VII – VIII კლასები

II კატეგორია - IX – X კლასები

ლიტერატურული მარათონი ჩატარდება ორ ტურად:

პირველი ტური ჩატარდება სამინისტროსა და რესუსცენტრების ორგანიზებით.

მეორე ტური ჩატარდება წამყვანთან ერთად წერილობით, პირისპირ შერკინების ფორმით.

სახვითი ხელოვნების კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეხუთე - მეცხრე კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:

კატეგორია - 5-6-7 კლასები

II კატეგორია - 8-9-10 კლასები

მონაწილეს მოეთხოვება თემატური ფერწერული ნამუშევრის შესრულება

თემატიკა შეირჩევა ადგილზე კონკურსის დღესკონკურსანტს ნამუშევრის შესასრულებლად

შეუძლია მხოლოდ წყლის საღებავების (აკვარელი ან გუაშიგამოყენება

იხილეთ დებულება  _ ესეების კონკურსი, ლიტერატურული მარათონი,  სახვითი ხელოვნების კონკურსი 

სასკოლო  კლუბების განვითარება

სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბების მიზნით აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის“ კონკურსს აცხადებს.

სამინისტრო "სასკოლო კლუბების განვითარების" ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების  მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო/შემეცნებით, შემოქმედებით და სპორტული მიმართულების პროექტებს.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს.

"სასკოლო კლუბების ხელშეწყობის" ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა  და ატვირთოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/oy6Cz 

 

განაცხადის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 10 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით პერიოდი.  

იხილეთ  დებულება  განაცხადის ფორმა   შეფასების კრიტერიუმები  

 
სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება
სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით  აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების“ კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს.  
საკონკურსო განაცხადის ავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.
პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს

"სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების" ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა  და ატვირთოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/cpgGV 

განაცხადის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით პერიოდი.  

იხილეთ  დებულება  განაცხადის ფორმა  შეფასების კრიტერიუმები  

 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
 
ტელ:   577 30 41 51 - მაკა ჯაიანი
            577 30 41 20 - მაია ქონიაძე
               
Facebook: განათლებისა და სპორტის სამინისტრო