საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

კონკურსის მიზანიახელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებასინფორმაციის გაცვ­ლასგამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

  • კონფერენციის მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯი;
  • კონფერენციის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 15% (4500 ლარი);
  • კონფერენციის მასალების ბეჭდვის ხარჯი;
  • კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;
  • სხვა საქონელი და მომსახურება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/RixTc

  •  განაცხადის ფორმა;
  • კონფერენციის დღის წესრიგი;
  • ძირითად მომხსენებელთა ავტობიოგრაფია (CV);
  • ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.

იხილეთ: დებულება; შეფასების ფორმა 

განაცხადის მიღება დასრულდა 2026 წლის 20 აპრილს
 
გრანტი გაიცემა იმ კონფერენციების დაფინანსების მიზნით, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო