განათლებისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარება
სტუდენტთა დახმარება
23 ივლისი, 2025
პროგრამის მიზანი
სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის სტატისტიკა:
პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან:
2012 წელს დაფინანსდა 272 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 249125 ლარი;
2013 წელს დაფინანსდა 685 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 663962.50 ლარი;
2014 წელს დაფინანსდა 787 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 771345 ლარი;
2015 წელს დაფინანსდა 920 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 923349.77 ლარი;
2016 წელს დაფინანსდა 903 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 919358,84 ლარი;
2017 წელს დაფინანსდა 789 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 819875 ლარი;
2018 წელს დაფინანსდა 899 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 962181.75 ლარი;
2019 წელს დაფინანსდა 891 სტუდენტი-დაფინანსების ოდენობა 950422.03 ლარი;
2020 წელს დაფინანსდა 927 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 755764 ლარი;
2021 წელს დაფინანსდა 1266 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 1 373 319, 85 ლარი;
2022 წელს დაფინანსდა 1130 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 1222333.5 ლარი;
2023 წელს დაფინანსდა 954 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 1022804.6 ლარი.
2024 წელს დაფინანსდა 1086 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 1151507.35 ლარი.
2025 წელს დაფინანსდა 595 სტუდენტი -დაფინანსების ოდენობა 629454 ლარი.
სულ სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2012-2025 წლებში დაფინანსდა 12104 სტუდენტი, დაფინანსების ოდენობა 12414803,19 ლარი.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება:
2020, 2021, 2022, 2023, 2024 და 2025 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება -71%) და 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გავლილ საგნებში არ ექნებათ საგნის თავიდან გავლა (F შეფასება).
2025 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება.
კონკურსის ორივე ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ:
პირველი (სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ 2025 წლამდე), მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-ისა და აკმაყოფილებენ ამ პროგრამით დადგენილ ერთ-ერთ კატეგორიას:
სტუდენტთა კატეგორიები:
ა) სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
ბ) სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
გ) სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
დ) სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 150 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
ე) სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
ვ) სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
ზ) სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
თ) სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.
დაინტერესებულ პირებს განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).
იხილეთ 2025 წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადებული კონკურსის შედეგები
იხილეთ განცხადების ფორმა დებულება
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 555 588 282 - ირმა ბერიძე
ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com
Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო