საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

14 თებერვალი, 2025

კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

 

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

 

ა) სეზონური სკოლის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 10% (1500 ლარი);

ბ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის არაუმეტეს 20% (3000 ლარი);

გ) სეზონური სკოლის მონაწილეთა სასტუმროს, მგზავრობის და კვების ხარჯი;

დ) სეზონური სკოლისთვის საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;

სხვა საქონელი და მომსახურება.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/KQ346

     ა)  განაცხადისა და აპლიკაციის ფორმა; 

ბ)  სეზონური სკოლის დღის წესრიგი;

გ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ავტობიოგრაფია (CV);

დ)  ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ;

ე) თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.


იხილეთ: დებულება

 

სეზონური სკოლის მოწყობის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების კრიტერიუმები

 

განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 20 თებერვლიდან (09:00 სთ.) 31 მარტის (16:00 სთ.) ჩათვლით

გრანტი გაიცემა იმ სეზონური სკოლების დაფინანსების მიზნით, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.

ტელ:  577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო