აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა, სადაც განიხილეს რუსთაველის ფონდის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამები,მიღწეული შედეგები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პრეზენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.