აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რეგიონში სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და მხარადაჭერის მიზნით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა შვიდი სამეცნირო კონფერენცია და ხუთი სეზონური სკოლა. მათ შორისაა, საერთაშორისო კონფერენცია - ,,ახალი ჰორიზონტები: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის''.
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენციის გახსნას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, რექტორთან ტიტე აროშიძესთან ერთად დაესწრო და ხაზი გაუსვა რეგიონში სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის მდგრადი საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.