განათლებისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მესამედ მასპინძლობს
ბათუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მესამედ მასპინძლობს.
კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან, აჭარის განთლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან ირაკლი მეძმარიაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად გახსნა.
კონფერენციის მიზანია სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და სპორტის მეცნიერების მიმართულებით თანამედროვე ცოდნისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული უნარების გაძლიერება და დარგში თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ თემატურ მოხსენებებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ სწავლებებს.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკულ სწავლებებზე, აჭარის რეგიონიდან
კვალიფიკაციას აიმაღლებს და გადამზადდება 80-ზე მეტი მწვრთნელი და სპეციალისტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,საერთაშორისო ექსპერტები, მწვრთნელები და სპორტსმენები.