საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.
 
კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, აკადემიის ბაკალავრის საფეხურის 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა. პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და დღემდე საზღვარგარეთ სწავლა აკადემიის 108 სტუდენტს დაუფინანსდა. მიმდინარე წელს დამატებით 30 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.
 
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ისაუბრეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე და პროფესიულ გამოცდილებაზე, ასევე მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს ამ შესაძლებლობისთვის და პროგრამის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
 
შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.