საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პირებს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პირებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პირებს შეხვდა.
 
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერას,სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას.
 
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ციფრულ გამოწვევებთან ადაპტირების საკითხები.
 
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აკადემიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობის არაერთი პროგრამა ხორციელდება. მიმდინარე წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2 500 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საზღვაო განათლების გაძლიერებას, სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სასწავლო პროგრამების განახლებას, უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.
 
შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.