საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შეხვედრა გამართა აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრების წევრებთან და ფედერაციის პრეზიდენტთან
image

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შეხვედრა გამართა აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრების წევრებთან და ფედერაციის პრეზიდენტთან

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მოადგილე ირაკლი აბულაძესთან და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრების წევრებთან და ფედერაციის პრეზიდენტთან.
 
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა, ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი პირადად მიულოცა მინდია მგელაძეს.
 
ასევე ხაზი გაუსვა მისი წარმატების მნიშვნელობას რეგიონული სპორტის განვითარებისთვის და მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს ქართული სპორტის პოპულარიზაციასა და აჭარის ღირსეულად წარმოჩენისთვის.