აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად სამინისტროს ახალი პროექტის -,,აგრარული განათლების პოპულარიზაციის” პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად სამინისტროს ახალი პროექტის -,,აგრარული განათლების პოპულარიზაციის” პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად სამინისტროს ახალი პროექტის - ,,აგრარული განათლების პოპულარიზაციის” პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაღვივება და აგრარულ სფეროში ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე აგრარული მიმართულებებით.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, პროექტის საწყის ეტაპზე ხუთი საჯარო სკოლა შეირჩა. დღეს, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა მოცვის ნერგები ქოთნებში ჩარგეს, რითაც პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო - მოცვის მოყვანა ქოთნებში, ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემების გამოყენებით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე,რესურსცენტრების ხელმძღვანელები, განათლების სამინისტროს და პროექტში მონაწილე სკოლის წარმომადგენლები.