აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ნონა გალოგრე
ნონა გალოგრე
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი- დაბადების თარიღი: 1967 წლის 20 თებერვალი
განათლება
- საბუღალტრო სკოლა, მრეწველობის ბუღალტერიის ფაკულტეტი, მრეწველობის ბუღალტერიის სპეციალისტი;
- სსრკ ფინანსთა სამინისტროს თბილისის საფინანსო ეკონომიკური ტექნიკუმი, აღრიცხვისა და ოპერატიული ტექნიკის ფაკულტეტი, ბუღალტერიის სპეციალისტი;
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტ-ეკონომისტი.
სამუშაო გამოცდილება
- 2025 წლის მაისის თვიდან აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;
- 2008-2025 წწ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
- 2004-2008 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
- 2002-2004 წწ - ბათუმის ცალკეული საავიაციო ესკადრილია, სანივთე-სასურსათო სამსახურის უფროსი;
- 1998-2001 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- 1994-1998 წწ - სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ საოპერაციო განყოფილების უფროსი, შიდა აუდიტი;
- 1988-1994 წწ - აგრომრეწველობის ბანკის რესპუბლიკური სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ეკონომისტი, უფროსი ეკონომისტი;
- 1985-1988 წწ - სახელმწიფო ბანკის აჭარის სააღრიცხვო ოპერატიული განყოფილების მეორე კატეგორიის ოპერატორი, ეკონომისტი.