საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

ჩემი დამრიგებელი

პროექტი “ჩემი დამრიგებელი" კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს დამრიგებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელებაში. მათ შორის, მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში.

კონკურსის პირობები

კონკურსში „ჩემი დამრიგებელი“  მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო სკოლების დამრიგებლებს ინდივიდუალურად. 

კლასის დამრიგებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს პროექტის მიზანი, განსახორციელებელი აქტივობები, მათი შესრულების ვადები, შედეგები, პროექტის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და სხვა. ამასთან, თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს მინიმუმ ორი აქტივობა.
 
დაფინანსების ოდენობა და გაცემის წესი

გამარჯვებული დამრიგებელი 2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე მიიღებს სახელფასო დანამატს 250 ლარის ოდენობით. 

 „ჩემი დამრიგებელი“ ღონისძიების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/JFbaB

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი 2026 წლის აპრილის მდგომარეობით წარმოადგენს კლასის მოქმედ დამრიგებელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლაში.
გ) განაცხადის ფორმა (აპლიკაცია) შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით.

•    ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
•    პროექტში გამაჯვებულმა დამრიგებელმა არა უგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს პროექტში მითითებულ კლასთან/საფეხურთან დამრიგებლად მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
•    სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

•    განაცხადის ფორმა (აპლიკაცია)
•    დებულება
•    შეფასების კრიტერიუმები.

პროექტის განხორციელების ვადა:  2026-2027 სასწავლო წელი 
განაცხადები მიიღება: 2026 წლის 01 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით (18:00 სთ) 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ:  577 17 79 57 – შორენა ბერიძე

ელ-ფოსტა: chemidamrigebeli@gmail.com

Facebook: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო