საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
image

ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს. საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.