საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
image

ჩემი დამრიგებელი - შედეგები

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების  განხორციელებას. 2026-2027 სასწავლო წლიდან რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ,,ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება.

კონკურსის ფარგლებში  შემოვიდა 243 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან  საკონკურსო კომისიამ  დაფინანსებისთვის 100  პროექტი შეარჩია. პროექტები მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,  ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,   ბულინგის პრევენციასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

100  გამარჯვებული პროექტის  ავტორი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს.