საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
image

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად კონფერენციის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
 
მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას.
 
ღონისძიების ფარგლებში აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ორდღიანმა სამეცნიერო ფორუმმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის ექსპერტები გააერთიანა.
 
სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.