საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესს გაეცნო.
 
მინისტრებმა სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართეს და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე.
 
პედაგოგებსა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაესვათ და დეტალური პასუხები მიეღოთ.
 
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.