საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
პროექტი ჩემს გაკვეთილზე - შედეგები
image

პროექტი ჩემს გაკვეთილზე - შედეგები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის  განათლებისა და სპორტის სამინისტრო  2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანიც, საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში მასწავლებლების მხარდაჭერაა. 

პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ხდება კონკურსის გზით.

2026 წელს კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 420 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ დაფინანსებისთვის 50 საუკეთესო პროექტი შეარჩია.

კონკურსში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

კონკურსის შედეგები 2026