აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
აჭარის რეგიონში 4 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო ცენტრებში 4500-მდე აბიტურიენტია რეგისტირებული. სამი საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ხოლო ერთი ხულოს მუნიციპალიტეტშია განთავსებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან დაიწყება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდა - 23 და 24 ივლისს გაიმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით, საგამოცდო პროცესი კომფორტულ და აკადემიურ გარემოში მიმდინარეობს.