აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
დღეს, აჭარის რეგიონში 4500-მდე დამამთავრებელი კლასელისთვის სიმბოლურად დაირეკა სკოლის ბოლო ზარი
დღეს, აჭარის რეგიონში 4500-მდე დამამთავრებელი კლასელისთვის სიმბოლურად დაირეკა სკოლის ბოლო ზარი
დღეს, აჭარის რეგიონში 4500-მდე დამამთავრებელი კლასელისთვის სიმბოლურად დაირეკა სკოლის ბოლო ზარი.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა.
,,დღევანდელი დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია თითოეული თქვენგანისთვის. ცხოვრების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, წინ გელოდებათ წარმატებების ახალი გზა. მჯერა, რომ იმ ცოდნას და გამოცდილებას რომელიც სკოლამ მოგცათ, ღირსეულად გამოიყენებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში”- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
ბოლო ზარის ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე,აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე ესწრებოდნენ.