საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ბანაკი -„ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ გაიმართა
image

ბანაკი -„ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ გაიმართა

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე - ,,ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“.

ბანაკის მონაწილეებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, კულტურის მინისტრთან ელისო ბოლქვაძესთან და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორთან ნინო დოლიძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების განვითარების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ახალგაზრდების განვითარების პოლიტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე შემოქმედებით პროცესებში.

ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სფეროში არსებული ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის მიღება და პროფესიული უნარების განვითარება.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. დისკუსიის დასასრულს ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.