აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ბათუმის N18 და N14 საჯარო სკოლებში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი შენობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის N18 და N14 საჯარო სკოლებში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი შენობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის N18 და N14 საჯარო სკოლებში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი შენობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილეებთან ჯემალ სურმანიძესთან და რავშან ბეჟანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
• ბათუმის N18 საჯარო სკოლის ახალ შენობაში განთავსდება 28 საკლასო ოთახი და სააქტო დარბაზი 170 მაყურებელზე. ასევე მოეწყობა ღია მრავალფუნქციური სპორტული მოედანი 300-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნით. პროექტის ღირებულება 7 583 247 ლარია.
• ამასთანავე, მიმდინარეობს ბათუმის N14 საჯარო სკოლის დამატებითი შენობის მშენებლობაც, სადაც განთავსდება 18 საკლასო ოთახი, სააქტო დარბაზი 220 მაყურებელზე, 2 სარეპეტიციო დარბაზი და სხვა სივრცეები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის ღირებულება 15 186 917 ლარია.