საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
image

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ  გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

მათ ხაზი გაუსვეს სპორტის როლს ახალგაზრდების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, ასევე ისაუბრეს წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, მაია ხაჯიშვილმა „წლის სპორტსმენის“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.