აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს - სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სპორტსმენებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რისთვისაც აჭარის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ობიექტების მშენებლობა, განახლება და რეაბილიტაცია.