აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდნენ.
,, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებული, მათი პროფესიული ზრდის ხელშემწყობი არაერთი პროგრამა ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს წარჩინებულ 300 სტუდენტზე გაიცემა სტიპენდია. სასტიპენდიო პროგრამის პირველი ნაკადის გამარჯვებული 150 სტუდენტი უკვე გამოვლინდა, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაფინანსდება კიდევ 150 სტუდენტი”- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერება.
სტიპენდია გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის საფეხურზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები არჩილ ბერიძე და ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.