საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პროექტის - ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია
image

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პროექტის - ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, პროექტის - ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია.
 
ინკლუზიური განათლების ცენტრს ასევე ეწვია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, რომელიც ცენტრის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო სამუშაო პროცესში. ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალშიც არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმება, რაც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ განვითარებას ისახავს მიზნად.
 
სტუმრებმა N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურა და მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს. ბავშვებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა თიხისა და თექის ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში, მუსიკის ოთახში კი მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
 
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა მე-16 საჯარო სკოლაში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან და მშობლებთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე ინიციატივებს, რომლებიც ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
 
პანელური დისკუსიის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე.
 
სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე დაესწრო.