საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

საგანმანათლებლო ღონისძიება

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
საგანმანათლებლო ღონისძიება

საგანმანათლებლო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროფესიული საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.

პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2024 წლიდან ახორციელებს.

სტატისტიკა

2024 წელს დაფინანსდა სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღასა" და სსიპ კოლეჯი "ბლექსის" მიერ ორგანიზებული ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - "პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა, პროფესიული განათლების მასწავლებელი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში" - დაფინანსების ოდენობა 32748.65 ლარი.

2025 წელს დაფინანსდა სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღასა" და სსიპ კოლეჯი "ბლექსის" მიერ ორგანიზებული ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - "გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია" - დაფინანსების ოდენობა 30000 ლარი.

2026 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 30000 ლარს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღასა" და სსიპ კოლეჯი "ბლექსის".

კოლეჯებს საგრანტო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ, როგორც ინდივიდუალური ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიების (კონფერენცია, სეზონური სკოლა და სხვა) ჩატარების მიზნით.

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღასა" და სსიპ კოლეჯი "ბლექსის" მიერ, როგორც ინდივიდუალურად ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემთხვევაში სამინისტროდან მოთხოვნილი საგრანტო თანხა შეადგენს არაუმეტეს 30000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

  • საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საგრანტო თანხის 15% (4500 ლარი);
  • საგანმანათლებლო ღონისძიების მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯი;
  • საგანმანათლებლო ღონისძიების მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;
  • სხვა საქონელი და მომსახურება რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკონკურსო დოკუმენტაცია და ვადები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კოლეჯ(ებ)მა საგრანტო განაცხადები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში.

განაცხადები მიიღება 2026 წლის 01 მაისიდან (9:00 სთ.) - 30  ივნისის ჩათვლით.

იხილეთ: დებულება , განცხადება, შეფასების კრიტერიუმები

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა N4.

ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: marinapaqsadze@gmail.com;

ტელ: 557 98 87 80 - ჯეიმარ ბოლქვაძე

ელ-ფოსტა: exchange.programme00@gmail.com

Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო