განათლებისა და სპორტის სამინისტრო

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საგრანტო კონკურსი პროფესიული სტუდენტებისთვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა" მიზანია, პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა ადგილობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულ განათლებასთან ერთად, საზღვარგარეთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული უნარების გაძლიერებას.
პროგრამას სამინისტრო 2026 წლიდან ახორციელებს.
2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50000 ლარს.
სამინისტრო საგრანტო კონკურსს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს.
პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
- სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
- სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არანაკლებ ერთი თვით, გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში არსებულ პროფესიულს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დუალური პროგრამის შემთხვევაში კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებელია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში არსებულ სსიპ კოლეჯი „ბლექსისა“ და სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღას“ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ დამსაქმებლებთან.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პროფესიული სტუდენტები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯში), კოლეჯის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში.
პარტნიორი კოლეჯები შეარჩევენ საგრანტო კონკურსში მონაწილე პროფესიული სტუდენტებს და გრანტის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.
შერჩეული პროფესიული სტუდენტი, სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით არაუმეტეს 5000 ლარისა.
პროფესიულმა სტუდენტმა დაფინანსება შეიძლება მოითხოვოს შემდეგი სახის ხარჯებისთვის:
- რეგისტრაციის ხარჯი - გაცვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისთვის;
- ცხოვრების ხარჯი - ბინა და კომუნალური;
- საერთაშორისო მგზავრობა;
- სამედიცინო დაზღვევა, ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;
- კვება, შიდა მგზავრობა;
სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
ანაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
იხილეთ დებულება
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა N4.
ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
ელ-ფოსტა: marinapaqsadze@gmail.com;
ტელ: 557 98 87 80 - ჯეიმარ ბოლქვაძე
ელ-ფოსტა: exchange.programme00@gmail.com
Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო
სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. №92ა
ტელ: +995 (422) 24-77-50; +995 (422) 24-77-52.
ელ-ფოსტა: info@blacksea.edu.ge
სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"
მისამართი: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N154.
ტელ: +995 (426) 26-68-51
ელ-ფოსტა: info@kpc.ge