საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა" მიზანია, პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განათლების მიმართულებით ადგილობრივი პოტენციალის განვითარება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

პროგრამას სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს

2023 წელს დაფინანსდა 5 პროფესიული განათლების მასწავლებელი - დაფინანსების ოდენობა 25000 ლარი;

2024 წელს დაფინანსდა 9 პროფესიული განათლების მასწავლებელი - დაფინანსების ოდენობა 45000 ლარი;

2025 წელს დაფინანსდა 10 პროფესიული განათლების მასწავლებელი - დაფინანსების ოდენობა 50000 ლარი.

2026 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50000 ლარს.

სამინისტრო საგრანტო კონკურსს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს.

პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

  • სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
  • სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც ეწევა პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას ზემოაღნიშნულ რომელიმე კოლეჯში და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირებას გაივლის ან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმში, სემინარში ან ტრენინგში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პროფესიული განათლების მასწავლებლები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯში), კოლეჯის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში

პარტნიორი კოლეჯები შეარჩევენ საგრანტო კონკურსში მონაწილე პროფესიული განათლების მასწავლებლებს და გრანტის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.

შერჩეული პროფესიული განათლების მასწავლებელი, სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 5000 ლარისა.

პროფესიული განათლების მასწავლებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:

  • საერთაშორისო მგზავრობის ხარჯი;
  • ცხოვრების ხარჯი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის 220 "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" ბრძანებით დადგენილი ოდენობისა. გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების/სტაჟირების გავლის დღეების პროპორციულად და შეიძლება დაემატოს თითო დღე/ღამე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამინისტროში წარმოდგენილი საერთაშორისო მგზავრობის დოკუმენტის საფუძველზე;
  • სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის/სტაჟირებისთვის რეგისტრაციის ხარჯი;
  • ვიზისა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯი;
  • სამედიცინო დაზღვევის ხარჯი;
  • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

იხილეთ: დებულება

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა N4.

ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: marinapaqsadze@gmail.com;

ტელ: 557 98 87 80 - ჯეიმარ ბოლქვაძე

ელ-ფოსტა: exchange.programme00@gmail.com

Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"

მისამართი: . ბათუმი, ლერმონტოვის ქ. 92

ტელ: +995 (422) 24-77-50; +995 (422) 24-77-52.

ელ-ფოსტა: info@blacksea.edu.ge

სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"

მისამართი: . ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N154.

ტელ: +995 (426) 26-68-51

ელ-ფოსტა: info@kpc.ge