საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

მასწავლებლები მაღალმთიან აჭარაში

საკონკურსო პირობები

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების შერჩევა და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა. ქვეპროგრამის ამოცანაა კვალიფიციური კადრების შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება; სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე.

 

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა:

 2026 წლის  06  ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის (18 საათი)  ჩათვლით პერიოდი.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საგნის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ბ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ე) არის უფროსი, წამყვანი ან მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებელი.

 

მასწავლებლის ფუნქციები:

„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლის ფუნქციებია:

ა) ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი;

ბ) ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას (საგნობრივი წრის შექმნა, დამატებით გაკვეთილების ჩატარება; შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება);

გ) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;

დ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;

ე) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

ზ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

თ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ი) აწარმოოს პორტფოლიო;

კ) მოამზადოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები;

ლ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სასურველი კომპეტენციები:

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• მაღალი შრომის დისციპლინა;

• კომპიუტერული უნარები.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატმა განცხადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

ბ) არსებობის შემთხვევაში შემდეგი დოკუმენტი/დოკუმენტები

- მასწავლებლის სტატუსის (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დამადასტურებელი სერტიფიკატი;

- 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი ცნობა;

გ) საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) სამოტივაციო წერილი.

 

ვაკანსიები სკოლებში:

1.სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_15 საათი;

2.სსიპ - ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_25 საათი;

3.სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლის (საშუალო საფეხური) ბიოლოგიის მასწავლებელი _ 4 საათი,ბუნება-6 საათი.

4.სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_15 საათი;

5.სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_15 საათი;

6.სსიპ - ფრიდონ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო საფეხური) ფიზიკის მასწავლებელი_6 საათი;

7.სსიპ - ფრიდონ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_22 საათი;

 

8.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშკურაულის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_13 საათი

9..სსიპ-დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას საჯარო სკოლის(დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_25 საათი

10.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთას საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_14 საათი

11..სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთას საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_15 საათი

12.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანას აჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_20 საათი

13.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანას საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_10 საათი

14.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულას საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_20 საათი

15.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_19 საათი

16.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_16 საათი

17.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_20 საათი

18.სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_24 საათი/

 

19.სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_15 საათი

20.სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ქიმიის მასწავლებელი_12 საათი

21.სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ქიმიის მასწავლებელი_4 საათი

22.სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულას საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ქიმიის  მასწავლებელი_12 საათი,ბიოლოგიის -6 საათი.

23.სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი_17 საათი.

24.სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი_14, ფიზიკა 12 საათი

 

კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტთა განაცხადებების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გასაუბრება. 

გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების შეფასება მოხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. 

სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება "საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანების შესაბამისად.

ასევე, შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

კონკურსში მონაწილე აპლიკანტმა უნდა შეავსოს

ელექტრონული განაცხადის ფორმა:

https://tinyurl.com/4hd4eadt

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა N4

577480847 - მაია დოლიძე

ელ. ფოსტა: Maiadolidze396@gmail.com