საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს, ადჰამ იკრამოვს შეხვდა
491263151-1087470246758732-9012139658540657587-n-1.webp

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს, ადჰამ იკრამოვს შეხვდა

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს გამორჩეული სპორტული ტრადიციები და ბუნებრივი პირობები ახასიათებს. რეგიონში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, მხარდაჭერილია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების პროფესიული ზრდა.                            

ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს უზბეკურ ტრადიციულ სპორტის სახეობაში - კურაშში, რომელიც სპორტის ერთ-ერთი უძველესი მიმართულებაა. ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში აჭარაში პირველად ტარდება.     

შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.