საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა

10 მარტი, 2025

პროგრამის მიზანი

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2020 წლიდან.

2020 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი -  გაიხარჯა 5500 ლარი;

2021 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი - გაიხარჯა 6 000 ლარი;

2022 წელს დაფინანსდა  9 სტუდენტი - გაიხარჯა 9 000 ლარი.

2023 წელს დაფინანსდა 30 სტუდენტი - გაიხარჯა 26 500 ლარი.

2024 წელს დაფინანსდა 31 სტუდენტი - გაიხარჯა 31 000 ლარი.

 

პროგრამის აღწერილობა:

2025 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდებათ 2022, 2023 და 2024 წელს პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ იგივე მიმართულებით და გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ ბარიერს (81 % ან მეტი).

 

2025 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად ჩატარდება კონკურსი. 

„ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • არიან რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე;
  •  აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ შემდეგ STEM მიმართულებებზე (ამავე ბრძანების მე-2 და მე-4 მუხლებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით):

ა) 05 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

ბ) 06  - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) 07 -  ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

დ) 08 - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.

 

პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერ, 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სტუდენტს კვალიფიკაციის მინიჭებამდე  დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრი  - 500 ლარი.

სტუდენტი, რომელიც  მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროს „სტუდენტთა დახმარება“  პროგრამის, „წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა“ ან „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ ღონისძიებების ფარგლებში ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ ერთი პროგრამა/ღონისძიება. 

„ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა რეგისტრაციის  დგილის ესახებ;

) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ფაკულტეტისსპეციალობისჩარიცხვის თარიღისა და  კურსის შესახებ;

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების  შესახებ;

საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ.

დაინტერესებულ პირებს  განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში  (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

განაცხადები მიიღება  2025  წლის  1 აგვისტოდან  29 აგვისტოს ჩათვლით.

იხილეთ დებულება,  განცხადების ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ: 555 588 282 - ირმა ბერიძე

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

Facebookაჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო