საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo

პროექტი ჩემს გაკვეთილზე

25 იანვარი, 2024

"პროექტი ჩემს გაკვეთილზე"  კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. 

საგრანტო კონკურსის პირობები

  • პროგრამაში "პროექტი ჩემს გაკვეთილზე"  მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორცილებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა

 

დაფინანსების ოდენობა და გაცემის წესი

 

  • გამარჯვებული მასწავლებელი აკადემიური წლის მანძილზე მიიღებს სახელფასო დანამატს 625 ლარის ოდენობით.
  • გამარჯვებული მასწავლებელი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შეძენის მიზნით მიიღებს არაუმეტეს 1000 ლარს.
  • „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ღონისძიების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა  ატვირთოს შემდეგ ბმულზე  https://shorturl.at/adhX6

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან, რითაც დასტურდება რომ კონკურსანტი არის კონკრეტული საგნის მასწავლებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლაში

 

პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2025 სასწავლო წელი

განაცხადები მიიღება: დასრულებულია

კონკურსის შედეგები 2023 

კონკურსის შედეგები 2024 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 304120 – მაია ქონიაძე; მირიან ფუტკარაძე  577418846;

ელ-ფოსტა: zogadi.ganatlebamoecs@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო