განათლებისა და სპორტის სამინისტრო
.webp)

უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა
14 თებერვალი, 2025
საგრანტო კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე/ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს
სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
ა) ორგანიზატორთა ჰონორარი (რაც არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საგრანტო თანხის 15%);
ბ) საავტორო უფლების მოპოვების ხარჯი;
გ) თარგმნის ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 30 ლარი);
დ) რედაქტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 15 ლარი);
ე) კორექტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 10 ლარი);
ვ) დაკაბადონება/დიზაინი/ბეჭდვის ხარჯი;
ზ) სხვა ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/oqlTy
ა) განაცხადისა და აპლიკაციის ფორმა;
ბ)საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის ასლი;
გ) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) თანადამფინანსებლის თანხმობის წერილი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში თანხისა და კატეგორიის მითითებით;
ე) საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტიდან გაცემული რეკომენდაცია;
ვ) ბიუჯეტი (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);
იხილეთ: დებულება
უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების ფორმა
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 20 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 30 აპრილის (16:00 სთ.) ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.
ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე
ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com
Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო