განათლებისა და სპორტის სამინისტრო
.webp)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
19 მარტი, 2024
პროგრამის მიზანია, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და ინტეგრაცია საერთაშორისო განათლების სფეროში.
საგრანტო კონკურსის პირობები:
- საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ასწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად;
- გრანტი გაიცემა იმ კონკურსანტებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში 2024 წლის ივნისიდან დეკემბრის პერიოდში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
გრანტის ოდენობა და გაცემის წესი:
კონკურსანტი მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით.
კონკურსანტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები:
ა) საერთაშორისო მგზავრობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ცხოვრების ხარჯი - არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა.
ბ.ა.) გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების დღეების პროპორციულად და დაემატება 1 დღე ჩასვლის და 1 დღე დაბრუნების ხარჯი.
გ) საგანმანათლებლო ღონისძიებაში რეგისტრაციის ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადისა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე
- განცხადება;
- საგრანტო განაცხადის ელექტრონული ფორმა - ბმული;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომ კონკურსანტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მასწავლებელი - უფროსი, წამყვანი, ან მენტორი;
- სკოლის დირექციის რეკომენდაცია;
- ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);
- სამოტივაციო წერილი;
- ოფიციალური მოწვევის წერილი (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ან ღონისძიებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;
- სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა არა უმეტეს 5000 ლარის ოდენობით ბიუჯეტის ფორმა.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის ( 18:00 სთ.) ჩათვლით
იხილეთ - დებულება, შეფასების ფორმა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 304120 – მაია ქონიაძე
ელ-ფოსტა: zogadi.ganatlebamoecs@gmail.com