საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Ministry of Education and Sports

image
logo

en_წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის

Ministry of Education and Sports
en_წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის

30 სექტემბერი 2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2025 წლიდან ახორციელებს წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას.

სამინისტრო წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს.

პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს:

კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს პარტნიორ უნივერსიტეტში:

  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • მედიკოსის/სტომატოლოგიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

რომელსაც:

) აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი;

) 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსების მოპოვებისთვის აქვს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) 91 ან მეტი ქულა და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა აქტივობებში.

) 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსების მოპოვებისთვის აქვს 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) 91 ან მეტი ქულა და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა აქტივობებში.

წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში.

კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ცხადდება ორჯერ სემესტრების მიხედვით.

პარტნიორი უნივერსიტეტები შეარჩევენ წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს და სტიპენდიის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.

შერჩეული სტუდენტები, სამინისტროსგან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას სტიპენდიის სახით სემესტრში 1000 ლარის ოდენობით.

სტუდენტი, რომელიც ერთდროულდ მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროსტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“, „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიაანწარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერაღონისძიებების ფარგლებში ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ ერთი ღონისძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსება არ გაიცემა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა N4.

ტელ: 555 58 82 82 - ირმა ბერიძე

ტელ:577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com;

ელ-ფოსტა: stemstipendia@gmail.com

Facebook: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: . ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35.

ტელ: +995 (422) 27-17-80

ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

მისამართი: . ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N53.

ელ-ფოსტა: info@bsma.edu.ge

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: . ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.N19/32

ელ-ფოსტა: info@batu.edu.ge;

იხილეთ: დებულება