აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად, წარმოდგენილი იყო მუსიკალური კომპოზიციები სკოლის მოსწავლეთა ბენდის მონაწილეობით,ასევე, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე, მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა, ასევე, სკოლაში არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულეს და მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერეს.