საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 და დანდალოს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
image

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 და დანდალოს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 და დანდალოს საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში განხორციელდა შენობის ფასადის, კიბისა და პანდუსის რეაბილიტაცია, ასევე კეთილმოეწყო სკოლის ეზო.

სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა და შენობის ფასადის ნაწილობრივი განახლება.