განათლებისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 10 თებერვლიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის, სწავლა უფასო იქნება, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაფინანსების ახალი მოდელი არ გავრცელდება საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტებში უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე და ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დაფინანსების იმავე მექანიზმებით, რაც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სასწავლო გრანტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ,,სტუდენტთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების სემესტრულ დაფინანსებას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების საფუძველზე, გამოცხადდა განაცხადების მიღების ვადები.
პროგრამისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ
ბმულზე:https://shorturl.at/b5Ag6