საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და სპორტის სამინისტრო

image
logo
განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის რეგიონის ოთხმა მასწავლებელმა შვეიცარიაში, ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) სტაჟირება გაიარა
image

აჭარის რეგიონის ოთხმა მასწავლებელმა შვეიცარიაში, ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) სტაჟირება გაიარა

აჭარის რეგიონის ოთხმა მასწავლებელმა  შვეიცარიაში, ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) სტაჟირება გაიარა.

სტაჟირებიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე და  ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე.

პროგრამის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაზრდა, სკოლებში სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია და მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

სტაჟირების ფარგლებში მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში მოინახულეს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები და მოისმინეს CERN-ში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და აღნიშნული კვლევების მნიშვნელობაზე.

პროგრამა ხორციელდება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.