აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლებისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სასკოლო კლუბების ხელშეწყობა
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სასკოლო კლუბების ხელშეწყობა
სკოლებში არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს - „სასკოლო კლუბების ხელშეწყობა“.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების პროექტები.
საკონკურსო კომისია გამოავლენს 20 გამარჯვებულ სასკოლო კლუბს, მათ შორის 10 STEM მიმართულების კლუბს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე 3000 ლარს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა - https://shorturl.at/oy6Cz