საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Ministry of Education and Sports

image
logo

en_სტუდენტთა დახმარება

20 იანვარი, 2025

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

 

სტუდენტთა დახმარება

ქვეპროგრამის მიზანია სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

 

50% - 70% - 100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერა

დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, ასევე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

Facebook: განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრ